ჩხოროწყუში ცეცხლმოკიდებული სახლიდან 2 ადამიანი გამოიყვანეს

ჩხოროწყუში, გახარიას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია საცხოვრებელი სახლის მეორე სართული, 150 მ² ფართობი.

მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა სახლის პირველი სართულის და გვერდით მდგარი საცხოვრებელი სახლების გადარჩენა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი