ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, მამაკაცმა შვილი ნაჯახით მოკლა, ხოლო მეუღლე დაჭრა. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფსიქიური პრობლემები აქვს და ოჯახის წევრებთან კონფლიქტი ჰქონდა.