ცნობები ფაროსანას ბუნებრივ მტერზე – სამურაი კრაზანაზე

სახელმწიფო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთ შესაძლო გზად საქართველოში ფაროსანას ბუნებრივი პარაზიტის შემოყვანას განიხილავს. საუბარია კრაზანისებრთა ოჯახის მინიატურულ წარმომადგენელ “სამურაი კრაზანაზე”, იგივე “იაპონურ კრაზანაზე”.

“სამურაი კრაზანის” შემოყვანაზე გადაწყვეტილება მიღებული არაა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში პარაზიტს იკვლევენ.

“სამურაის კრაზანა” აზიის რეგიონისთვის, ძირითადად ჩინეთის, კორეისა და იაპონიისთვისაა დამახასიათებელი. ის ფაროსანაზე პატარაა, ჩვეულებრივ 1-1.5 მილიმეტრის სიგრძის შავი ფერის მწერია. მართალია “სამურაი” კრაზანისებრთა ოჯახის წევრია, თუმცა ის აგრესიული არაა და ადამიანებს არ ერჩის.

კრაზანა ფაროსანას კვერცხების პარაზიტია. ის საკუთარ კვერცხებს აზიური ფაროსანას კვერცხში დებს, საიდანაც 3 კვირის შემდეგ არა ფაროსანა, არამედ “სამურაი კრაზანა” იჩეკება. ფაროსანა კვერცხებს კლასტერებად დებს, საშუალოდ 100-200 კვერცხია ერთად თავმოყრილი. ერთ მდედრ კრაზანას ფაროსანას მაქსიმუმ 40 კვერცხის პარაზიტირება შეუძლია. მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, სამურაი კრაზანებს ფაროსანას კვერცხების რაოდენობის 60-90%-ით შემცირება შეუძლიათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი