თბილისში, ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოში არის გადაყვანილი.