გვითხრა, რომ რუსეთიდან იყო ადამიანი ჩამოსული, რომელიც ლიკვიდაციას მოახდენდა – გამსახურდიას მეგობარი

საქართველოს პირველი პრზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეგობრის ვატო გელაშვილის თქმით, გამსახურდიას ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა და შესაძლო დამკვეთზეც ღიად საუბრობდა.

“ცოტნეს დიდიხანია ვიცნობ და მას ჩემთან და სხვა მეგობრებთანაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი ლიკვიდაცია შეიძლება მომხდარიყო. ჯერ კიდევ შარშან გვითხრა, რომ რუსეთიდან იყო ადამიანი ჩამოსული, რომელიც მისი ეჭვით, ლიკვიდაციას მოახდენდა. ეს უკავშირდებოდა ზვიად გამსახურდიას საქმეს. ამბობდა, რომ რუსეთიდან ჩამოსული იყო, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ადამიანი, რომელსაც სურვილი ჰქონდა ცოტნეს ლიკვიდაციის”, – აცხადებს გელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია გუშინ დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი