დღევანდელი, 11 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 566 გახდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია – 66561
გამოჯანმრთელებულია – 49811
მათ შორის გარდაცვლილია – 566
კარანტინის რეჟიმში რჩება – 2656
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3181
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 709
მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.