საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა. ახალი პრემიერის განცხადებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთიანდება, ასევე ერთიანდება სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროები, მთლიანად უქმდება დევნილთა და განსახლების სამინისტრო, ამ სამინისტროს საქმიანობები კი სამ სხვადასხვა უწყებაში გადანაწილდება. კერძოდ განსახლების საკითხები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადადის, მიგრაციის საკითხები შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო სოციალური პოლიტიკის საკითხები ჯანდაცვის სამინისტროში გადავა. ცვლილებების შედეგად 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.
ახალი ცვლილებების თანახმად ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების მიმართულება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადადის.
მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრებზე მამუკა ბახტაძეს დღეს არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ კონსულტაციები უკვე დასრულებულია. პრემიერისვე განცხადებით, პარლამენტს დღესვე მიმართავენ სტრუქურული ცვლიებების მისაღებად.