გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დაკავებულია ერთი პირი.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან ბიუჯეტში განზრახ არ გადაიხადა ჯამში მილიონ-ნახევარზე მეტი ლარი.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.