დადიანების ეზოში ინციდენტის საქმეზე ფოტოგრაფი გამოკითხეს

ზუგდიდში, დადიანების ეზოში ინციდენტის საქმეზე გაერთიანებული ოპოზიციის ფოტოგრაფი ზურაბ ცერცვაძე გამოკითხეს.

ადვოკატ მირანდა გოგოხიას თქმით, მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან, როდესაც სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი