გახარია ზუგდიდის ინცინდენტზე: ყველა შემთხვევას დეტალურად გამოვიძიებთ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარაია აცხადებს, რომ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარი ინცინდენტის ყველა დეტალი იქნება გამოძიებული.

„წინა არჩევნები შეფასებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, როგორც ძალადობისგან ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ექსცესი იქნება დეტალურად გამოძიებული და არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე, მიეცემა პასუხისმგებლობაში“, – განაცხადა გახარიამ.

ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან, როდესაც სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი