ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმდჯომარემ გოგიტა ბიგვავამ და წევრების ნაწილმა პარტია დატოვეს.
როგორც ბიგვავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნინო ბურჯანაძემ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსად აქტივთნ შეუთანხმებლად დანიშნა რესურსცენტრის ყოფილი უფროსი გონელი პაპავა, რომელიც მათთვის მიუღებელი ფიგურაა, რის გამოც პარტიის ძირითდი გუნდი პარტიას ტოვებს და ზუგდიდის ორგანიზაცია იშლება.
თუმცა ბიგვავა არ აკონკრეტებს, რამდენმა ადამიანმა დატოვა პარტია.
ჟურნალისტები დღეს გონელი პაპავასაც დაუკავშირდნენ, რომელმაც მოუცლელობის მიზეზით კომენტარზე უარი თქვა