დაკარგული მოზარდის მშობლები დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ

სენაკში, დაკარგული 8 წლის მოზარდის ოჯახი ამტკიცებს, რომ ბავშვი ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მოკლა, ბავშვის მამის განცხადებით, მისი შვილი დამნაშავემ ჯერ მოკლა შემდეგ კი მდინარე ტეხურში გადააგდო.

ოჯახი დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

ამ წუთებში, მოზარდის ახლობლები და ოჯახის წევრები მდინარე ტეხურის ხიდზე იმყოფებიან. სამაშველო ჯგუფები კი ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ.

შგახსენებთ, რომ 8 წლის მოზარდის გაუჩინარების საქმეზე ერთი პირია დაკავებული. “Newsportal.ge”-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129 მუხლითაა აღძრული, რომელიც დაუხმარებლობას გულისხმობს.

იხილეთ ლინკი ამავე თემაზე: http://newsportal.ge/8-wlis-mozardis-gauchinarebis-saqmeze-erti-piri-daakaves/

კომენტარები

დატოვე კომენტარი