დაკარგული მოზარდის ნათესავებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

სენაკში დაკარგული მოზარდის მშობლებმა  და ნათესავებმა მდინარე ტეხურის ხიდზე ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ისინი სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალების დამატებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სამაშველო რაოდენობა საკმარისი არ არის.

აქციის მოანწილეებთან სამართალდამცავები მივიდნენ, რომლებსაც მოზარდის ახლობლები სიტყვიერად დაუპირისპირდენ, თუმცა მოგვიანებით პოლიციის მოთხოვნით გზა გახსნეს.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს გაუჩინარებული 8 წლის მოზარდის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. მდინარე ტეხურზე  მოზარდის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

იხილეთ ლინკი ამავე თემაზე: http://newsportal.ge/dakarguli-mozardis-mshoblebi-dakavebulis-umkacresad-dasjas-itxovs/

კომენტარები

დატოვე კომენტარი