“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ზუგდიდში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან” – გიორგი შენგელია

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ გადაცემაში „პირისპირ“ ისაუბრა.

როგორც შენგელია განმარტავს, ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 50 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. აღდგება 10 ქუჩა, ხოლო 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არის უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან, იხარჯება 50 მილიონზე მეტი იმისთვის, რომ ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს… ამ დროისთვის ზუგდიდში იმდენი ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს, რომ გადაადგილება შეფერხებულია და ეს პროცესები გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ქუჩა არ იქნება რეაბილიტირებუილი“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მერობის კანდიდატმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში წყალმომარაგების მიმართულებით მთავარ პროექტზეც ისაუბრა.

„ზუგდიდელებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი წყლის პრობლემაა, რაზე მუშაობაც მიმდინარეობს და 2019 წელს დაასრულდება, 2021 წელს კი წყალარინების პროექტის დასრულება იგეგმება, რაც ისტორიული მოვლენაა და თავის გამწმენდ ნაგებობასთან ერთად პირველად ექნება ზუგდიდს’’, – აღნიშნა შენგელიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი