დაპირისპირება ბურჭულაძის პარტიის ხობის ოფისში

პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” ხობის რაიონულ ორგანიზაციაში შიდა დაპირისპირებაა. როგორც “Newsportal.ge”-ს ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარე კახა ბუკიამ განუცხადა, მან და მისმა 80 კაციანმა გუნდმა პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

“ჩვენთვის მიუღებელია მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ნადარაია და მისი გუნდი, რადგან ისინი “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტები გახლავთ”, – განაცხადა ბუკიამ.

კახაბერ ნადარაია დღეს პარტიის ოფისში არ გამჩენილა, თუმცა კომენტარი საკითხზე პარტიის ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა კოტე კემულარიამ გააკეთა, რომელიც აცხადებს, რომ ბუკია და მისი თანამოაზრეები პარტიის ცენტრალური ოფისის გადაწყვეტილებით თავად გაათავისუფლეს.

“ჯერ ერთი აქ საუბარია სამ ადამიანზე და მეორეც – ჩვენგავათავისუფლეთ ისინი, რადგან ეს ოფისი ტავის დროზე გოდერძ ბუკიამ გახსნა, რომელმაც საბოლოოდ კენჭისყრა მმართველი გუნდიდან გადაწყვიტა. კახაბერ ბუკია კი გოდრძი ბუკიას ბიძაშვილია და რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან მუშაობა ჩვენთვის მიუღებელია”, – აღნიშნა კემულარიამ.

ამასთან, კემულარიას მტკიცებით, კახა ბუკია და მისი გუნდი მუშაობას სწორდ გოდერძი ბუკიასთან გააგრძელებს, თუმცა თავად ბუკია ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ სამომავლო მოღვაწეობის შესახებ გადაწყვეტიება ჯერ არ მიუღია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი