დავით ბაქრაძე: “ხელისუფლებას სულ ტყუილად ჰგონია, რომ უბნებზე მათი მიყვანილი ადამიანები ხმას „ოცნების” კანდიდატს აძლევენ”

“ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, “ხელისუფლებას სულ ტყუილად ჰგონია, რომ უბნებზე მათი მიყვანილი ადამიანები ხმას “ქართული ოცნების” კანდიდატს აძლევენ”.

“ჩვენი მონაცემებით ძალიან კარგად მიდის კენჭისყრის პროცესი. ძალიან ბევრი ჩვენი მომხრე უკვე მისულია და ხმა აქვს მიცემული. გამოვეხმაურები მდინარაძის ბრიფინგსაც, რომ თურმე მისი მონაცემებით ხელისუფლება დამაჯერებლად იგებს. სწორედ ეს არის ადმინისტრაციული რესურსი, როცა ადამიანები წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით, ბლანკების მიხედვით, რომელსაც საბავშვო ბაღების და სკოლების მასწავლებლებს ურიგებდნენ და სთხოვდნენ ოჯახის წევრების მონაცემებს, ამის მიხედვით მიჰყავთ უბნებზე, მაგრამ სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ მათი მიყვანილი ადამიანები ხმას აძლევენ „ქართული ოცნების” კანდიდატს, ძალიან ბევრი ადამიანისგან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი მიდიან მაგრამ ხმას არ აძლევენ “ქართული ოცნების” კანდიდატს”, – განაცხადა ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ბაქრაძე ფიქრობს, რომ არჩევნების მეორე ტურის გამართვის ალბათობა მაღალია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი