დავითიანის და ოქტომბერის გაზიფიცირება მოხდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანისა და ოქტომბერის გაზფიცირება მოხდება, ინფორმაცია ადგილობრივებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ გააცნო.

ამ სოფლების მოსახლეობა გაზიფიცირებას წლებია ითხოვს. ამჟამად, დავითიანსა და ოქტომბერში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია წინასაპროექტო მოკვლევას ახდენს.

დავითიანსა და ოქტომბერში გაზიფიცირების სამუშაოები 2019 წელს დასრულდება. დაქსელვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე სოფელში 800-მდე მოსახლეს ექნება გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი