ზუგდიდის ვიცე მერად გეგა შენგელია დაინიშნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე მერის თანამდებობაზე, TBC ბანკის ზუგდიდის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი გეგა შენგელია დაინიშნა. დანიშვნის ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა.

გეგა შენგელიამ, მერის ყოფილი პირველი მოადგილე გია გულორდავა შეცვალა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სუს-მა ზუგდიდის მერი და ვიცე მერი გია გულორდავა დააკავა, რომლებსაც სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფერდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი