დაზარალებული მოსახლეობა: “კომპენსაციებს არჩევნებამდე თუ არ მოგვცემენ, ყველა საარჩევნო უბნის კარს ავჭედავთ”

ზუგდიდის მერიასთან გამართული აქციის მონაწილეები თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლით იმუქრებიან.

მათი განცხადებით, თუ აზიური ფაროსანას მიერ თხილისა და სიმინდის მოსავლისთვის მიყენებული ზარალი არ ანაზღაურდება, ხელისუფლებას მათ სოფლებში არჩევნების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

“მოგვცენ კომპენსაციები არჩევნებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნებს არ ჩავატარებინებთ, კარებს ავჭედავთ ყველა უბანში. მანამდე აქ დავჯდებით და შიმშილობას დავიწყებთ, ერთ კვირას ვაძლევთ დროს, რომ მოგვხედონ“, – აცხადებს სოფელ კოკის მკვიდრი ნონა კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი აზიური ფაროსანას მიერ განადგურებული თხილისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

აქცია დროებით შეწყდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი