ზუგდიდის მერობის კანდიდატი: “სოციალური სახლები ქალაქშიც აშენდება”

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი კარდაკარ შეხვედრების ფარგლებში ნინოშვილის, ღურწკაიასა და გორკის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ლაშა გოგიამ მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატ მამუკა ყურაშვილთან ერთად, ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო.

მერობის კანდიდატმა მოქალაქეებისგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაურა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების პროექტი გვაქვს. მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ ოჯახებს ახალ სახლებს ვუშენებთ. ეს პროექტი მომავალი წლიდან ქალაქის ტერიტორიაზეც დაიწყება. ჩვენ ახალ სახლებს წელს უკვე 27 ოჯახს გადავცემთ. გასულ ორ წელში 41 ოჯახს გადავეცით”, – განაცხადა ლაშა გოგიამ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ქალაქის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატები უკვე წარადგინა.

ქალაქის უბნებში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარების კანდიდატები მამუკა ყურაშვილი, თაზო ფაცაცია, ირაკლი ლაგვილავა, დავით გახარია და სალომე ფაცაცია არიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი