დემნა გვასალიას ჩუსტები 595 დოლარი ღირს

ფრანგული მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ გაზაფხული/ზაფხული 2018-ის კოლექციას ახლი ჩუსტები შეჰმატა. შავი და ლურჯი ჩუსტები ცხვრის ტყავისგანაა დამზადებული და წინ კომპანიის ლოგო ახატია. Balenciaga-ს ჩუსტების ფასი 595 ამერიკული დოლარია.

ჩუსტებამდე დემნა გვასალიამ მსოფლიო მედიის ყურადღება ჩაკეცილი ფესხაცმლებითა და რეზინის კროქსებით მიიქცია. ჩაკეცილი ფეხსაცმლის ღირებულება, საშუალოდ, 855 ბრიტანული ფუნტიდან (2900 ლარი) იწყება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი