დევიდ ქემერონმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

უცხოური მედიის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ქემერონმა ამის მიზეზად რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობის მიერ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მხარდაჭერა დაასახელა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ “მოცემულ ვითარებაში ქვეყნის კაპიტნად ყოფნა არასწორად მიაჩნია”.

მისივე თქმით, თანამდებობის დატოვებას მიმდინარე წლის ოქტომბერში აპირებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი