დღე-ღამეში საქართველოში 67 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 857 933 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 799 850, გარდაიცვალა 12 258 პაციენტი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი