დღეიდან საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ოფიციალურად ამოქმედდა

საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება დღეიდან სრულად ამოქმედდა.

2016 წლის პირველ ივლისს ამოქმედებული შეთანხმების მუხლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია: საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, რომელშიც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ.

ასევე, სრულად ამოქმედდა მუხლები: პერსონალურ მონაცემთა, მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში თანამშრომლობასთან, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასათან, საჯარო ფინანსების მართვასთან და ფინანსური კონტროლითან, ტრანსპორტთან,გარემოს დაცვათან, კორპორაციულ სამართალთან, ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტთან და კორპორაციულ მმართველობასთან, განათლებასა და ჯანდაცვასთან.

ძალაში ასევე შევიდა შეთანხმების ორი დარჩენილი დანართი, რომლებიც ეხება განათლების და ახალგაზრდობის, ასევე, აუდიოვიზუალური და მედიის სფეროებში თანამშრომლობას

შეგახსენებთ, რომ რატიფიკაციის პროცესი, ორ წელზე ნაკლები გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი