დომენტი (ზვიად) სიჭინავას საარჩევნო ნომრად 42 განისაზღვრა

ზუგდიდის #67 საოლქო-საარჩევნო კომისიამ დღეს ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, დომენტი (ზვიად) სიჭინავას საარჩევნო ნომერი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაცია მერობის კანდიდატის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

დომენტი სიჭინავას საარჩევნო ნომრად 42 განისაზღვრა.

ზუგდიდის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიას ხვალიდან იწყებს. ზვიად სიჭინავა კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი