ზუგდიდში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის საარჩევნო შტაბი გაიხსნა

პარტია „ქართული ოცნება –  დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის საარჩევნო შტაბი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ცერემონიალს ახალგაზრდებთან ერთად „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია დაესწრო.

,,ჩვენ, თქვენთან ერთად შევქმნით უკეთეს ზუგდიდს! ჩვენ გვექნება მუნიციპალიტეტი, საიდანაც ახალგზარდებს წასვლა არ მოუნდებათ. ჩვენ მომავალი წლიდან დავაფინანსებთ თქვენს სწავლას უცხოეთში, მაგრამ გვაქვს მხოლოდ ერთი პირობა, უნდა დაუბრუნდეთ მშობლიურ ქალაქს და გამოადგეთ მას. ჩვენ გვჭირდება ბევრი განათლებული, შედეგზე ორიენტირებული, ქვეყნის სიყვარულით  და უკეთესი მოვალის სურვილით აღსავსე ახალგაზრდები. მე ძალიან ბევრ ასეთ ახალგაზრდას ვიცნობ ზუგდიდიში და მათ შორის ხართ თქვენ. გისურვებთ წარმატებებს და მადლობა თითოეულ თქვენგანს დაუღალავი შრომისთვის” – განაცხადა ახალგზარდებთან შეხვედრაზე ლაშა გოგამ.

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის გახსნაზე, მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო შეკრებილებს, რომელიც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ეხება:

„სულ რაღაც ნახევარი საათის წინ დამირეკეს და მახარეს ამბავი, რომელიც ახლა თქვენ უნდა გაცნობოთ, გადაწყვეტილება მიღებულია და მუნიციპალური განვითარების ფონდი მომავალ კვირას გამოაცხადებს ტენდერს  ზუგდიდის ისტორიული ბოტანიკური ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, აღდგება ბოტანიკური ბაღის სარწყავი სისტემა, ტბა, მეოწყობა დასასვენებელი ადგილები, ბილიკები, ღია კაფეები, განახლდება გამწვანება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დადიანების საჯინიბოს, ადმინისტრაციულ შენობას, მოეწყობა სანერგე მეურნეობა, გაიხსნება მებაღის სახლი, მოხდება ჯვარედინი სასახლის კონსერვაცია – პროექტის ღირეულება 10 მილიონი ლარია და სარეაბილიტაციო სამუშაოები წელიწად ნახევარში დასრულდება. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი ამბავი“ – განაცხადა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი