ძლიერი წვიმის გამო სენაკი-ხონის გზაზე გადაადგილება შეფერხებით ხორციელდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების გამო ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის სამეგრელოშიც, გზის რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება შეფერხებით ხორციელდება.

“სტიქიის მომენტიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და დაინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მობილიზებულები არიან და 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ყველა კრიტიკულ ადგილას… სენაკი – ნოქალაქევი – ბანძა – ხონის საავტომობილო გზის მე-5, მე-7 და მე-15 კილომეტრებზე ძლიერი წვიმის გამო მოვარდნილი წყლის ნაკადი გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, პრობლემის მოსაგვარებლად, სამუშაოები მიმდინარეობს”, – განმარტავენ უწყებაში.

ინფრატსრქუტურის სამინისტრო და გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით გადაადგილებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული საცობები და მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო გადაადგილება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი