ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2018 წლის 3 აგვისტოს N02/47 ბრძანებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე რვა ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სტატუსი მიენიჭა სოფელ ძველ ხიბულაში მდებარე ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს, ასევე ხეთას ციხეს, ზემო ბიის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას, ზემო ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, ზენის ციხეს (საჯიჯაო), ყურუმულიას ციხე-ჯიხას (პირველი მაისი), მაჩხომერის ციხეს (პირველი მაისი) და გაღმა საჯიჯაოს ციხეს (საჯიჯაო).

კომენტარები

დატოვე კომენტარი