ძლიერმა ქარმა ზუგდიდში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარკვეული სახის პრობლემები შექმნა.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების სახურავები.

არსებულ ვითარებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაეცნენ.

დაზარალებულ ოჯახებს მერია პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას გაუწევს.

“ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოებს, ტექნიკური სამსახური აქტიურად ახორციელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი