პარტია “ევროპული საქართველო” კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2 დეკემბერს,  დაგეგმილ საპროტესტო აქციას პარტია სოლიდარობას უცხადებს, თუმცა აქციის ორგანიზებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

„შექმნილ ვითარებაში სრულიად გასაგები და ლეგიტიმურია თითოეული იმ ადამიანის წუხილი, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გაპროტესტება უნდა მოხდეს კანონიერი საპროტესტო საშუალებებით. ჩვენ გვესმის თითოეული ასეთი ადამიანის წუხილი. მაგრამ „ევროპულ საქართველოს“ მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის მთავარი გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე. შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ სრულად სოლიდარული თითოეული მოქალაქის და ადამიანის, რომელიც იქ მიდის საკუთარი პროტესტის გამოსახატად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ როგორც პარტია ორგანიზაციულად ჩვენ ამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, 2 დეკემბერს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დაანონსა და მოსახლეობას აქციაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი