ძლიერმა წვიმამ ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალური მაგისტრალი დატბორა

ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედაეწერში ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალური მაგისტრალის ნაწილი და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო დატბორა.

ადგილობრივების განცხცადებით, პრობლემა სანიაღვრე არხებშია, რომლებიც წლებია, არ გაწმენდილა.

ზუგდიდის გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია განმარტავს, რომ შიდა სასოფლო გზებზე არსებული სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია ერთ თვეში დაიწყება, ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული არხების რეაბილიტაცია კი საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა.

გზების დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ რაიმე ძირეულ პრობლემასთან არაა საქმე და შესაძლოა, არხი კონკრეტუოლ შემტხვევაში, კონკრეტულ ადგილას გაიჭედა, არხების გაწმენდითი სამუშაოები კი პერმანენტულად მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი