ძმის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურია

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ძმის მიერ დაჭრილი ქალბატონი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც “Newsportal.ge”-ს საავადმყოფოს ადმინისტრაციიდან აცნობეს, პაციენტს ცივი იარაღით ორი ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ერთი გულ-მკერდის ზედა არეში, თუმცა ჭრილობა არ არის შემავალი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტში მონაწილე მამაკაცი უკვე დაკავებულია. კონფლიქტის ზუსტი მიზეზი უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, ქალის დაჭრის ფაქტზე გამოძიება, საქმე სსკ-ის მე-11 პრიმა 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ოჯახური ძალადობის შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი