ზუგდიდის სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
“არ მსურს ადვოკატი. არაფრის თქმას არ ვაპირებ, ისეთ რამეს შეეხო ჩემი ძმა. მე ის მიყვარს და მეყვარება”, – ასე უპასუხა მოსამართლის კითხვას ადვოკატის შესახებ ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა მამაკაცმა.
მკვლელობა 28 სექტემბერს მოხდა. ბრალდებულმა საკუთარ ძმას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცივი იარაღით.
გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წინასასამართლო სხდომა 15 ნოემბერს დაინიშნა.