სააკაშვილი ალბათ მალე ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. „სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ მიღწევებისა და ჩავარდნების მემკვიდრე „ევროპული საქართველოა“ და არა სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა”.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, გიგა ბოკერიასთან „ფუნდამენტური განსხვავებები აქვს“.

“გიგა ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი