ეკა ბესელია: ზურაბიშვილი მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოცდილი დიპლომატია

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ის ამჯერად აბაშაში იმყოფებოდა, სადაც ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ:

,,იმ სტაბილურობისთვის, პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გარანტიაა, რომ ამ ქვეყანამ იაროს მშვიდი გზით და გაძლიერდეს კიდევ უფრო მეტად, დადგეს ფეხზე, საჭიროა გონიერი, ძლიერი, პრინციპული, ქვეყნისთვის მზრუნველი, ძალიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი.

ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. სწორედ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოცდილი დიპლომატი, პოლიტიკოსი და მოქალაქე, პატრიოტია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავისთავში ატარებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ჩვენ გვყავს კანდიდატი ქალი, რომელსაც ვუჭერთ მხარს 28 ოქტომბრის არჩევნებზე!” განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი