გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მშენებარე ეკლესიასთან ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, აღნიშნულ ადგილზე, ადრე საჯარო სკოლა მდებარეობდა და ახლა ეკლესია შენდება, ამომრჩევლები არიან რეგისტრირებულები.
“უბანზე 50-ით მეტი ამომრჩევლია რეგისტრირებული და ასევე, ამავე ქუჩაზე, ერთ- ერთ ოჯახში 11 ამომრჩეველით მეტია რეგისტრირებული. ამ მეთოდებით აყალბებს „ქართული ოცნება“ არჩევნებს”, – განაცხადა ქარდავამ.