ელჩის გაწვევა, ეს არის საქართველოს ჩათრევა ომში – ირაკლი კობახიძე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის მიერ, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას გამოეხმაურა.

“ჩვენ ვერ ჩავერთვებით სამხედრო კონფლიქტში. იყო პირდაპირი მცდელობა მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ვყოფილიყავით ჩართული სამხედრო კონფლიქტში, ეს ვერ იქნა მიღწეული და ამას მოჰყვა შემდეგ ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯი. ჩვენ ამ ვითარებაში, როდესაც უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ყველაფერს ვცემთ პატივს და ბუნებრივია, ასეთ დროს არასწორია გავაკრიტიკოთ უკრაინის ხელისუფლება. თუმცა, უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს გადაწყვეტილება, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელია. მათ შორის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გასული დღეების განმავლობაში გააკეთა.

არ იყო არც ერთი პლატფორმა და ფორუმი, სადაც უკრაინასთან დაკავშირებით საკითხი დადგა, ყველგან გამოხატა საქართველომ ქმედითი ნაბიჯები. და როდესაც ასეთ დროს იდგმება ეს ნაბიჯი – ელჩის გაწვევა, ეს არის საქართველოს ჩათრევა ომში,”- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი