ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა

ელენე ხოშტარია „ევროპული საქართველოდან“ წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას გეგმავს.

„მინდა დავიწყო მადლობით „ევროპული საქართველოს“ მიმართ. ეს არის გუნდი, რომელთანაც დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, რომელთან ერთადაც გავიარე ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, როგორც ამ პარტიაში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ აქტივისტს, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა. ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, ის არც სხვა პარტიაში გადადის და არც პარლამენტში შესვლას გეგმავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი