გაფართოებულ ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, აგრარული ბაზრებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაფართოებულ ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, აგრარული ბაზრებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა უმჯობესდება.

„როგორც ანტიგენის, ასევე PCR-ის ტესტირებაში ჩაერთვებიან ტაქსის მძღოლები, ვინაიდან როცა ტრანსპორტი არ მუშაობს, მათ მოსახლეობასთან ყველაზე მეტი შეხება აქვთ. ასევე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ტესტირებაში ჩვენი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. მოგეხსენებათ, ამ ხსნის განმავლობაში სხვადასხვა რელიგიური რიტუალი იქნება. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება რამდენიმე ღია ბაზრობას, საკოლმეურნეო ბაზრობაზეა საუბარი – სასურსათო ბაზრობაზე იქნება ტესტირება ჩატარებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი