ელისაბედ რუდი: “ანაკლიის პორტი ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს კეთილდღეობისთვის”

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელისაბედ რუდის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს.

ამის შესახებ ელჩმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ბოლო დროს მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

“ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, ასევე ამერიკული ინვესტიცია ამ პროექტში მნიშვნელოვანია, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობას“, – განაცხადა რუდმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი