ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, ბათუმის მიმართულებით მატარებლის დამატებით რეისები დაინიშნება

„საქართველოს რკინიგზა“ ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი-Black Sea Arena-ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. დამატებითი მატარებელი 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით იმოძრავებს, – ამიშ შესახებ „საქართველოს რკინიგზის” მიერ გავრცელებლ განცხადებაშია ნათქვამი.

„მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი-ბლექ სი არენა-ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. 27, 28 და 29 ივნისს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი #808/807 დილის 10:30 გავა, ხოლო ბათუმიდან 17:10 წუთზე გამოვა. 30 ივნისსა და 1 ივლისს, კი ბლექ სი არენაზე, ბრიტანელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ,,შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურებათ. მატარებელი (#888-887) თბილისიდან 14.10 წუთზე გავა და ბლექ სი არენასთან მდებარე ბაქანზე 18.30 წუთზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით, 00.15 წუთზე გამოვა და დედაქალაქში 04.25 წუთზე ჩამოვა. მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეეძლებათ”, –  აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი