ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, კი ბატონო ჩამოვალ და მეც შევწირავ თავს – მიხეილ სააკაშვილი

„მე შემიძლია ჩამოვიდე და თავი შევწირო“,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ“ ლაივში განაცხადა.

“ჩვენ გვინდა საერთო გამარჯვება. მე რა თქმა უნდა ყველაფრისთვის მზად ვარ, მათ შორის თავის შეწირვისთვის. თქვენ რა გინდათ, გამარჯვება, თუ თავის შეწირვა? – ერთად გადავწყვიტოთ. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვის მზად ვარ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ფრაზა „მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი გამოვა“, სუს-ის ლოზუნგია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი