ესტონეთის საელჩო: “როდესაც სიტყვები რეზინის ტყვიებში გადადის და ცრემლი გაზთან ერთად მოდის, ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო“

პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ესტონეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს:

“ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. ვურჩევთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, აჩვენონ თავშეკავება და ყოველთვის იმოქმედონ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებში. როდესაც სიტყვები რეზინის ტყვიებში გადადის და ცრემლი გაზთან ერთად მოდის, ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი