ფეხიდან აი, ეს ტყვია ამომიღეს, რომელიც მე პირადად პირველად ვნახე – პირველი არხის ჟურნალისტი

“მეგობრებო, კიდევ ერთხელ გავბედნიერდი იმით, რომ ბევრ ადამიანს ვყვარებივარ. გულწრფელად გიხდით ბოდიშს იმისთვის, რომ ვერ გპასუხობთ მესიჯებზე, წერა მიჭირს და აქ დავწერ ჩემს მდგომარეობას.

ახლა კარგად ვარ, გადავრჩი, რომ არტერიას აცდა ტყვია რდენიმე მილიმეტრით. დღეს გავიგე, რომ ნერვი დამიზიანა, მაგრამ ესეც გაივლის. ვრჩები საავადმყოფოში, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ფეხიდან აი, ეს ტყვია ამომიღეს, რომელიც მე პირადად პირველად ვნახე”, – წერს საზოგადოებრივი მაუწყებელის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი, რომელიც აქციაზე დაშავდა.

“Newsportal.ge” სოლიდარობას უცხადებს ყველა კოლეგას და მოუწოდებს მთავრობას, დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მედიის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად ესროდა რეზინის ტყვიებს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას და მის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი