ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია. მან ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა.
ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისიდან მიმდინარეობს.