ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აირჩიეს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, ყოველწლიური სესია, რომელიც 1-5 ივლისის ჩათვლით საქართველოში მიმდინარეობდა, თბილისის დეკლარაციის მიღებით და ასამბლეის ხელმძღვანელი პირების არჩევით დასრულდა.

არჩევნების მეორე ტურში, ხმათა უმრავლეოსობით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ავსტრიელი კრისტინა მუტონენი გახდა.  მას 86-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, ხოლო გიგი წერეთელს კი 73-მა.

ახალი პრეზიდენტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

გიგი წერეთელი რჩება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად მომავალი ორი წლის განმავლობაში.

ასამბლეის პრეზიდენტობაზე  კენჭს იყრიდნენ  ავსტრიელი კრისტინა მუტონენი, რომელიც “სოციალისტურმა პარტიამ” დაასახელა, დამოუკიდებელი კანდიდატი, ფრანგი ალან ნერი და გიგი წერეთელი, რომელიც კანდიდატად “ევროპის სახალხო პარტიამ” წარადგინა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი