ევროკავშირმა საზღვრები არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 30 დღით დაკეტა

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპელი ლიდერები ევროკავშირის გარე საზღვრების დაკეტვაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, ევროკავშირის საზღვრები 30 დღით დაიკეტება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

გამონაკლისი დაიშვება გრძელვადიანი ბინადრობის მქონე რეზიდენტებისთვის, ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის, დიპლომატისთვის, ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები იმ პირებისთვის, ვინც ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშაობს, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც ტვირთების გადაზიდვას უზრუნველყოფს.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღნიშნა, საზღვრების დაკეტვა შეზღუდავს ვირუსის გლობალურად გავრცელებას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი