ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ

უკრაინის ბირთვული რეგულირების ინსპექციის და ქალაქ ენერგოდარის მერის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსი სამხედროების კონტროლქვეშაა.

გავრცელებული ცნობით, ენერგობლოკების მდგომარეობას კვლავ ოპერატიული პერსონალი აკონტროლებს და უზრუნველყოფს მათ მუშაობას უსაფრთხო ექსპლუატაციის ტექნოლოგიური რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად.

“აქამდე კავშირი არ იყო. ვითარება კვლავ რთულია, მაგრამ სადგურზე ხანძარი მართლაც ჩააქრეს. ახლა მთელი მსოფლიო საზოგადოება ჩვენთანაა. დაბომბვა სამ საათზე შეწყდა,”- აცხადებს ენერგოდარის მერი.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებულ იერიშის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს დაუკავშირდა და გლობალური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი