1 365 ახალი შემთხვევა, 32 გარდაცვალება – კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 9 790 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 620 639 -ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 539 413 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 16 306 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 14,11%, ბოლო 14 დღის – 22,6%, ბოლო 7 დღის – 18,07%

კომენტარები

დატოვე კომენტარი