“ევროპულმა საქართველომ” და “ენმ”-მ საარჩევნო შეთანხმება გააფორმეს

„ევროპულმა საქართველომ“  “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმა, რომელიც არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში ამ ტურში გადასული ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერას გულისხმობს.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

“მეგობრებო, დღეს საღამოს ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტ ჯოზეფ დოულთან ერთად, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ენმ-სთან 3 ძირითად პუნქტზე:

1. მხარს დავუჭერთ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს (რომელიც გავა);

2. კამპანიის დროს თავს შევიკავებთ ერთმანეთზე შეტევის და კრიტიკისგან;

3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოვახდენთ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი